საფეხურებრივი სტანდარტის შედეგები და მათი შეფასების ინდიკატორები

IV კლასი

მიმართულება: მეცნიერული კვლევა-ძიება

ბუნ.IV.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა დაელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების  დემონსტრირება.
შედეგი თვალსაჩინოათუ მოსწავლე:
·         სვამს შესაბამის კითხვებს და იყენებს კვლევის სხვადასხვა ხერხს მათზე პასუხისმისაღებად;
·         ატარებს მარტივ  კვლევით/პრაქტიკულ აქტივობას უსაფრთხოების წესების დაცვით;
·         ატარებს გაზომვებს  სხვადასხვა ხელსაწყოს  (თერმომეტრის სახაზავისწამმზომის,სასწორისსაშუალებითიყენებს სტანდარტულ ერთეულებს;
·         იყენებს სხვადასხვა საშუალებას კვლევის შედეგების აღრიცხვა-ორგანიზებისთვის(მარტივი მეცნიერული ენით ჩაწერაპიქტოგრამაცხრილიფოტოვიდეო);
·         ადარებს  და აჯგუფებს კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებსაანალიზებს დაგამოსახავს პიქტოგრამისცხრილისმარტივი სქემის საშუალებით;
·         მარტივი საბუნებისმეტყველო ტერმინების გამოყენებით  აყალიბებს კითხვებზეპასუხებს საკუთარი დაკვირვების და მოსაზრებების საფუძველზე;
·         ადარებს ერთმანეთს საკუთარი და თანაკლასელთა დაკვირვების შედეგებს;
·         წარუდგენს მიღებულ შედეგებსა და დასკვნებს თანაკლასელებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმით (მაგ., ზეპირი მეტყველების, წერითი მეტყველების, ისტ-ის საშუალებით).


მიმართულება: ცოცხალი სამყარო
ბუნ.IV.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ორგანიზმთა ცალკეული ჯგუფების დახასიათება.  
შედეგი თვალსაჩინოათუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს ორგანიზმების ცალკეული ჯგუფების  ტიპურ წარმომადგენლებსზოგიერთი თვალსაჩინო ნიშნის მიხედვით;
·         განასხვავებს ორგანიზმების ცალკეული ჯგუფებ (ბაქტერიებისოკოებიჭიები,ფეხსახსრიანებითევზებიამფიბიებიქვეწარმავლებიფრინველებიძუძუმწოვრები,წიწვოვანი და ყვავილოვანი მცენარეებიაგებულების (მაგ., სხეულის გარეგანი ნიშან-თვისებებიჩონჩხიდა გამრავლების თავისებურებების მიხედვით;
·         ადარებს და აჯგუფებს ცხოველებს აგებულებისსაარსებო გარემოს და გამრავლებისთავისებურებების მიხედვით; (მაგ., ხერხემლიანი - უხერხემლოწყლის ცხოველები -ხმელეთის ცხოველებიკვერცხის დება - ცოცხლად შობა);
·         ადარებს და აჯგუფებს მცენარეებს (წიწვოვანი - ყვავილოვანიაგებულების მიხედვით(ტიპური ფოთოლი - წიწვიყვავილის/ნაყოფის არსებობა - არარსებობა).


შინაარსი
ორგანიზმები არსებითი ნიშან-თვისებების მიხედვით  იყოფა ჯგუფებად: ბაქტერიები, სოკოები, მცენარეები, ცხოველები. არსებობენ უხერხემლო და ხერხემლიანი ცხოველები.უხერხემლო ცხოველების წარმომადგენლებია, მაგალითადჭიებიფეხსახსრიანები.ხერხემლიანი ცხოველებია -თევზებიამფიბიებიქვეწარმავლებიფრინველები,ძუძუმწოვრებიცხოველების ჯგუფში გაერთიანებული ორგანიზმები ერთმანეთისაგანგანსხვავდებიან აგებულებისკვებისგამრავლების თავისებურებებითსაარსებო გარემოსადა ცხოვრების ნირის მიხედვითმცენარეები გვხვდებიან ბალახებისბუჩქებისხე-მცენარეების სახითყველაზე ფართოდ არის გავრცელებული ყვავილოვანი მცენარეები.ისინი წარმოქმნიან ყვავილსრომელიც გამრავლების ორგანოაყვავილში წარმოიქმნებათესლიყვავილოვანი მცენარეებისგან განსხვავებითწიწვოვანი მცენარეები ყვავილსა დანაყოფს არ წარმოქმნიანმათი თესლი მოთავსებულია გირჩაშისაქართველოშიგავრცელებული  სოკოებისმცენარეებისცხოველების მრავალი წარმომადგენელი.ზოგიერთი ბაქტერიასოკო ან ცხოველი გადამდები დაავადებების გამომწვევია.


სარეკომენდაციო აქტივობები
მასწავლებელი:  
·         სთავაზობს მოსწავლეებს ცხოველების ცალკეული ჯგუფების წარმომადგენლებისილუსტრაციებს/ვიდეომასალასსთხოვს დააჯგუფონ ისინი თვალსაჩინო ნიშან-თვისებების მიხედვით და დაასახელონ დაჯგუფების კრიტერიუმი;
·         ათვალიერებინებს მოსწავლეებს გარემოს (მაგ., სკოლის ეზოს, მიმდებარე ტერიტორიას, ბოტანიკურ ბაღს, ზოოპარკს) და  სთხოვს, მიაკუთვნონ ესა თუ ის მცენარე ან ცხოველი სათანადო ჯგუფს;
·         სთხოვს მოსწავლეებს, შექმნან სასურველი ცხოველის/მცენარის მოდელი და მიაკუთვნონ შესაბამის ჯგუფს.  აწყობს საკლასო გამოფენას;
·         ურიგებს მოსწავლეებს სხვადასხვა ცხოველის საფარველის (ბალანი, ბუმბული, ქერცლები, ბაკანი) ნიმუშებს, სთხოვს დაათვალიერონ ლუპით, აღწერონ და მიაკუთვნონ შესაბამის ცხოველს/ცხოველთა ჯგუფს. გამოთქვან მოსაზრება, რასთან არის დაკავშირებული თითოეული მათგანის აგებულების თავისებურება;  
·         სთხოვს მოსწავლეებს, მოიყვანონ შთამომავლობაზე ზრუნვის მაგალითები (ფრინველები - ბუდის აშენება, კვერცხების მოვლა, ბარტყების კვება, ძუძუმწოვრები - ნაშიერების გამოკვება, მათზე ზრუნვა და გაწვრთნა).

ბუნ.IV.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა ორგანიზმის სასიცოცხლოციკლების შედარება.
შედეგი თვალსაჩინოათუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს ცხოველებისა და მცენარეების სასიცოცხლო ციკლის ძირითად ეტაპებს(ცხოველები - დაბადებაზრდა-განვითარებაგამრავლებამცენარეები - გაღივება,აღმოცენებაზრდა-განვითარებაგამრავლება), ღწერს მათთან დაკავშირებულცვლილებებს;
·         აკვირდება ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლებს სხვადასხვა სტადიაზეშედეგებსწარმოადგენს ნახატების ან ჩანაწერების სახით;
·         ქმნის ფრაგმენტებისაგან კონკრეტული ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლის ამსახველ სქემას,  იყენებს ისტ ტექნოლოგიებს მარტივი სქემების ასაგებად;
·         ასახელებს  სათანადო მაგალითებს იმის საილუსტრაციოდრომ ორგანიზმებიმუდმივად იცვლებიან ზრდა-განვითარების პროცესში და გადიან სხვადასხვასასიცოცხლო სტადი;
·         პოულობს მსგავსება-განსხვავებას სხვადასხვა ცხოველის (მაგ., ძაღლი, მერცხალი, ბაყაყი, პეპელა) სასიცოცხლო ციკლებს  შორის;
·         აგროვებს ინფორმაციას, თუ როგორ შეიძლება აისახოს ადამიანის საქმიანობა ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლებზე.


შინაარსი
ორგანიზმები იზრდებიან, ვითარდებიან, აღწევენ ზრდასრულ ასაკს, იძლევიან შთამომავლობას. ახალი თაობის ინდივიდები იმავე გზას გადიან. ამ პროცესების ერთობლიობას სასიცოცხლო ციკლს უწოდებენ. ორგანიზმები სხვადასხვა ხერხითუზრუნველყოფენ შთამომავლობის შენარჩუნებასმაგალითად, მცენარეები წარმოქმნიანდიდი რაოდენობით თესლსძუძუმწოვრები ზრუნავენ თავიანთ ნაშიერებზეცხოველებისსასიცოცხლო ციკლის ძირითადი სტადიებიადაბადებაზრდა-განვითარებაგამრავლება,  მცენარეებისა - თესლის გაღივებააღმოცენებაზრდა-განვითარებაგამრავლება.ზოგიერთი ცხოველის განვითარება მნიშვნელოვანი გარდაქმნების გარეშე მიმდინარეობს,ზოგიერთს კი სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა სტადიაზე განსხვავებული აგებულება და სასიცოცხლო მოთხოვნილებები ახასიათებს. განსხვავება სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა სტადიას შორის მნიშვნელოვანია ორგანიზმებს შორის კონკურენციის შესამცირებლად და მათ გადასარჩენად. ბუნებრივ პროცესებში ადამიანის ჩარევა შესაძლოა უარყოფითად აისახოს ორგანიზმთა სასიცოცხლო ციკლზე.  
სარეკომენდაციო აქტივობები
მასწავლებელი:
·         სთავაზობს მოსწავლეებს ორგანიზმის სხვადასხვა სასიცოცხლო სტადიის ამსახველილუსტრაციებს ან აჩვენებს ვიდეომასალასსთხოვს იმსჯელონროგორ იცვლებაორგანიზმები ზრდა-განვითარების პროცესშისვამს კითხვებს(მაგ., რით განსხვავდებაერთმანეთისაგან ადამიანისა და პეპლის ზრდა და განვითარება?);
·         სთხოვს მოსწავლეებსშექმნან კონკრეტული ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლისამსახველი მარტივი ნახატი/სქემაან თანმიმდევრულად დაალაგონ მისისასიცოცხლოს ციკლის სხვადასხვა სტადია;
·         მოსწავლეებთან ერთად ქმნის ხელოვნურ საარსებო გარემოს (მაგ., თავსახურიანიქილისნიადაგისა და ქვიშისკენჭებისმცირე ზომის მცენარეებისა და ცხოველების, კერძოდჭიაყელასა და სხვადასხვა მწერის გამოყენებითაკვარიუმს თევზებით დაწყალმცენარეებით) და აკვირდება მასში ორგანიზმების ზრდა-განვითარებასსთხოვსმოსწავლეებსშედეგები წარმოადგინონ ნახატების/ფოტოების ან ჩანაწერების სახით;
·         ესაუბრება მოსწავლეებს, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისათვის სასიცოცხლო ციკლისსხვადასხვა სტადიაზე მყოფ ზოგიერთ ორგანიზმს (მაგ., თუთის აბრეშუმხვევიას (აბრეშუმის ჭიისმუხლუხის - სტადიაზე - აბრეშუმის ძაფის წარმოქმნა, ზოგიერთი პარაზიტი ჭიის კვერცხის სტადიაზე  - ადამიანის დასნებოვნება);
·         სვამს კითხვასრა მნიშვნელობა აქვს ორგანიზმებისათვის ზრდა-განვითარებისპროცესში მომხდარ ცვლილებებს? და სთხოვს მოსწავლეებსგამოთქვან ვარაუდი;
·         სთხოვს მოსწავლეებსუშუალო დაკვირვების გზით შეისწავლონ კონკრეტულიორგანიზმის სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა სტადიაშედეგები წარმოადგინონნახატების ან ჩანაწერების სახით;
·         სთავაზობს მოსწავლეებსაირჩიონ სასურველი ცხოველიმოიპოვონ ინფორმაცია მისისასიცოცხლო ციკლის თავისებურებების შესახებაღწერონ მსგავსება-განსხვავებასხვადასხვა სასიცოცხლო სტადიას შორის 

მიმართულება: სხეულები და მოვლენები

ბუნ.IV.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს ადვილად დაკვირვებადი მოძრაობის და  ძალებისდახასიათება.
შედეგი თვალსაჩინოათუ მოსწავლე:
·         აკვირდება და  განასხვავებს   მოძრაობის სხვადასხვა სახეს (მაგ., სრიალიტრიალი,ქანაობახტუნვა);
·         აღწერს და ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა მოძრაობას მათი მახასიათებლების(სისწრაფემიმართულებამიხედვით;
·         ატარებს მარტივ ცდებს სხეულის მოძრაობაზე  ძალის  მოქმედების შედეგის(სისწრაფის ან/და მიმართულების შეცვლა გამოსავლენად;
·         განასხვავებს ერთმანეთისაგან კონტაქტურ (მოქაჩვაბიძგიდა მანძილზე მოქმედ(მაგნიტური მიზიდულობა და დედამიწის მიზიდულობაძალებს.

შინაარსი
ადვილად დაკვირვებადი მოძრაობების სახეებია: სრიალიტრიალიქანაობახტუნვა და.მათი დახასიათება შესაძლებელია მოძრაობის სისწრაფის (ნელასწრაფადდამიმართულების  მიხედვით. სხეულის მოძრაობის სისწრაფის თუ მიმართულებისცვლილება განპირობებულია ამ სხეულზე ძალის/ძალების მოქმედებითადვილადდაკვირვებადი ძალების მაგალითებიამოქაჩვაბიძგიმაგნიტური მიზიდულობა დადედამიწის მიზიდულობაზოგიერთი ძალის მოქმედებისას (მოქაჩვაბიძგი)ურთიერთმოქმედი სხეულები ერთმანეთს უშუალოდ ეხებიანზოგი ძალა კი მანძილზემოქმედებს (მაგნიტების ან მაგნიტის და რკინის სხეულების მიზიდულობადედამიწისმიზიდულობა).


სარეკომენდაციო აქტივობები
მასწავლებელი:
·         თვითონ  ან რომელიმე მოსწავლე მისი დახმარებით აჩვენებს  დანარჩენ მოსწავლეებსსხვადასხვა სახის მოძრაობის მაგალითებს და სთხოვს მათ დაასახელონ ესმოძრაობები (მაგ., სრიალიტრიალიქანაობახტუნვა), აღწერონ მათი სისწრაფისა დამიმართულების ცვლილებები;
·         სთხოვს მოსწავლეებს, სხვადასხვა ძალის გამოყენებით (ბიძგითმოქაჩვით,დედამიწის მიზიდულობის ძალის გამოყენებითმაგნიტითაამოძრაონ რაიმე სხეული(მაგ,. სათამაშო მანქანა). მოსწავლეები ასახელებენ სხეულის მოძრაობის გამომწვევძალას და ასაბუთებენ საკუთარ მოსაზრებას;
·         ავალებს მოსწავლეების ჯგუფებსრომ დაამზადონ სატრანსპორტო საშუალების  (მაგ.,მანქანისმატარებლისნავისმარტივი მოდელირომელსაც ბიძგისზამბარის ანრეზინის დახმარებით შეეძლება მოძრაობააღწერონ მოდელის შექმნის ეტაპები(მოქმედებების თანმიმდევრობაწარმოქმნილი სირთულეები და მათი გადაჭრის გზები).

ბუნ.IV.5. მოსწავლემ უნდა შეძლოს წყლის აგრეგატული მდგომარეობების ცვლილებისდაკავშირება სითბოს გადაცემასთან.
შედეგი თვალსაჩინოათუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს და ასახელებს ბუნებრივ  გარემოში  ან/და ილუსტრაციებზე წყლისსხვადასხვა სახით (სითხისყინულისორთქლისარსებობის მაგალითებს;
·         აღწერს წყლის მდგომარეობის ცვლილებებს (აორთქლებაკონდენსაციადნობა,გაყინვადა მსჯელობს ამ ცვლილებების  მნიშვნელობაზე ადამიანის საქმიანობასა დაყოფაში (მაგ., აორთქლების როლი სველი ტანსაცმლის გაშრობაში);
·         იკვლევსრა ემართება სხვადასხვა აგრეგატულ მდგომარეობაში მყოფ წყალს სითბოსგაცემის ან მიღების  შემთხვევაში (მაგ., ყინული გათბობისას წყლად იქცევაწყლისორთქლი გაცივებისას თხევადდება წყალი კი - იყინება);
·         მსჯელობს წყლის აგრეგატული მდგომარეობის ცვლილების კავშირზე გარემოშიმიმდინარე მოვლენებთან (წვიმათოვლისეტყვაწყალსატევებში წყლის გაყინვა).



შინაარსი
ბუნებაში წყალი შეიძლება სხვადასხვა აგრეგატულ მდგომარეობაში არსებობდესწყლისერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა დამოკიდებულია მის მიერ  სითბოს გაცემა-მიღებაზესითბოს მიღებისას/შთანთქმისას წყალი მყარი მდგომარეობიდან გადადისთხევად მდგომარეობაშითხევადიდან კი - აირადში ანუ  ორთქლდებასითბოს გაცემისასსაწინააღმდეგო პროცესი მიმდინარეობსაირადი მდგომარეობიდან წყალი გადადისთხევად მდგომარეობაში ანუ კონდენსირდებასითბოს შემდგომი გაცემისას კი თხევადიმდგომარეობიდან  მყარ მდგომარეობაში გადადის ანუ იყინებაადამიანი წყალს სამივეაგრეგატულ მდგომარეობაში იყენებსწყლის აგრეგატული მდგომარეობის ცვლილებაშექცევადიარაც განაპირობებს ნალექების მოსვლასწყლის წრებრუნვას ბუნებაში.  

სარეკომენდაციო აქტივობები
მასწავლებელი:  
·         სთავაზობს მოსწავლეებს, ცდის საშუალებით დაადგინონ  წყლის თვისებები (ფორმა, დაკავებული მოცულობა, ხილულია თუ  არა) სხვადასხვა აგრეგატულ მდგომარეობაში;
·         ავალებს მოსწავლეებსჩაატარონ საშინაო ცდები და დააკვირდნენრა გავლენასახდენს ყინულის კუბზე   გარემოს ტემპერატურის ცვლილება (გაზომონ ტემპერატურამაცივარში და იმ ოთახშისადაც ატარებენ დაკვირვებას);
·         სთავაზობს მოსწავლეებს, გამოიკვლიონ, იცვლება თუ არა წყლის მასა მისიაგრეგატული მდგომარეობის შეცვლისას (მაგ., ყინულის კუბის გალღობის მაგალითზე);
·         აძლევს მოსწავლეებს სათანადო რესურსებსა და ინსტრუქციას (მათ შორის, უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით) და ავალებს, დააკვირდნენ წყლის აორთქლებისა და კონდენსაციის პროცესს.


მიმართულება: დედამიწა და გარესამყარო

ბუნ.IV.6. მოსწავლემ უნდა შეძლოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტების აღწერა,მათი მდებარეობისა და ურთიერთმიმართების განსაზღვრა რუკაზე.
შედეგი თვალსაჩინოათუ მოსწავლე:
·         კითხულობს გეოგრაფიულ რუკას ლეგენდის გამოყენებით;
·         ასახელებს და განარჩევს ძირითად საკოორდინაციო ელემენტებს (მაგ., პოლუსები,ეკვატორი,   ჰორიზონტის  ძირითადი  და შაულედური მხარეები);
·         რუკაზე ამოიცნობს  წყლისა და ხმელეთის მსხვილ გეოგრაფიულ ობიექტებს (მაგ.,კონტინენტებიოკეანეებიკუნძულებინახევარკუნძულები);
·         რუკაზე დატანილი მსხვილი გეოგრაფიული ობიექტების ურთიერთგანლაგებისაღსაწერად იყენებს ჰორიზონტის მხარეებს (მაგ., აფრიკის აღმოსავლეთითსამხრეთპოლუსთან ახლოს);
·         პოულობს რუკაზე საქართველოსაღწერს მის მდებარეობას გეოგრაფიულობიექტებთან მიმართებაში (მაგ., დასავლეთიდან ესაზღვრება შავი ზღვა);
·         აღწერს გეოგრაფიულ ობიექტებს  მათი შემადგენელი ნაწილების და მახასიათებლებისმიხედვით.

შინაარსი
დედამიწაზე განარჩევენ წყლისა და ხმელეთის დიდ ნაწილებს - კონტინეტებს დაოკეანეებსრუკაზე/გლობუსზე დედამიწის ზედაპირი გამოსახულია შემცირებული სახით.განასხვავებენ ჰორიზონტის ძირითად და შუალედურ  მხარეებსრუკაზე ობიექტებისდატანისას იყენებენ პირობით აღნიშნებსყოველ რუკას აქვს ლეგენდასადაცგანმარტებულიათუ რა არის აღნიშნული  პირობითი ნიშნებით.


სარეკომენდაციო აქტივობები
მასწავლებელი:  
·         სთხოვს მოსწავლეებსპლასტილინისაგან გამოძერწილ მთასმდინარესტბას დახედონზემოდან და შეეცადონდახატონ ზედხედიაღმოაჩინონრომ გარემო სხვაგვარადგამოიყურება სიმაღლიდანზემოდანშეადარონ საკუთარი ნახატი  რუკას,დააკვირდნენროგორ გამოიყურება მთამდინარე და სხვა ობიექტები გარემოში დაროგორ ჩანს ისინი რუკაზე;
·         ჩაიფიქრებს ობიექტს და ასახელებს მის გარშემო არსებულ ობიექტებს ჰორიზონტისმხარეების მითითებითმოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ ჩაფიქრებული ობიექტი;
·         სათანადო რესურსების არსებობის შემთხვევაშიაძლევს მოსწავლეებს რეალურმარშრუტს. სთხოვს მოსწავლეებს რუკებისა და გლობალური პოზიციონირების სისტემის (GPS) დახმარებით მიჰყვნენ მარშრუტს ლოკალურ გარმოში;
·         სათანადო რესურსების არსებობის შემთხვევაში (მაგ., ინტერნეტში ჩართული ბუკი),მოსწავლეებს აძლევს დავალებას,  იპოვონ მანძილი ორ ობიექტს შორის (მაგ., სკოლასადა სახლს შორის) დედამიწის ვირტუალურ მოდელზე (მაგ., Google Earth, Google Map, Bing Maps).

ბუნ.IV.7. მოსწავლემ უნდა შეძლოს ბუნებაში წყლის წრებრუნვის დახასიათება.
შედეგი თვალსაჩინოათუ მოსწავლე:
·         ილუსტრაციებზე ან სხვა თვალსაჩინოებაზე აკვირდება და აღწერს ბუნებაში წყლისსხვადასხვა აგრეგატულ მდგომარეობას;
·         მსჯელობს ბუნებაში წყლის სხვადასხვა აგრეგატული მდგომარეობის მნიშვნელობაზე;
·         ბუნებაში წვიმის და თოვლის წარმოშობას აკავშირებს წყლის აგრეგატულიმდგომარეობის ცვლილებასთან;
·         სქემატურად გამოსახავს  ან/და ქმნის  ბუნებაში წყლის წრებრუნვის მოდელს;
·         ჩამოთვლის მაგალითებს ცოცხალი სამყაროსათვის წყლის წრებრუნვის მნიშვნელობის საილუსტრაციოდ.

შინაარსი
დედამიწის ზედაპირიდან  წყალი ორთქლდებაადის მაღლაცივდებაწარმოქმნისღრუბლებსსაიდანაც სხვადასხვა  ნალექის   სახით (წვიმათოვლისეტყვაბრუნდებადედამიწაზე - ამ პროცესს წყლის წრებრუნვა ეწოდება და მას ციკლური ხასიათი აქვს.  წყლის წრებრუნვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ცოცხალი და არაცოცხალი ბუნებისათვის.

სარეკომენდაციო აქტივობები
მასწავლებელი:
·         ავალებს მოსწავლეებს, შექმნან წყლის წრებრუნვის პროცესის ცალკეული ეტაპების ამსახველი სქემა და გაუკეთონ წარწერები სათანადო ტერმინოლოგიის გამოყენებით;
·         სთავაზობს მოსწავლეებს,  ჯგუფებში იმსჯელონ და  შეადარონ წყლის აორთქლებისპროცესი წელიწადის სხვადასხვა დროსდაასაბუთონ თავიანთი მოსაზრებები;
·         წარმართავს დისკუსიას და საშუალებას აძლევს მოსწავლეებსგამოთქვან მოსაზრებები,თუ რა შეიძლება მოხდეს დედამიწაზე წყლის წრებრუნვის არარსებობის შემთხვევაში;
·         სთავაზობს მოსწავლეებს, დააკავშირონ წვიმის წარმოქმნა წყლის აორთქლებისა და კონდენსაციის  პროცესებთან და შეიმუშაონ  წვიმის მოდელი სათანადო რესურსების ( ჩაიდანი ან სხვა ჭურჭელი წყლის ასადუღებლად, თეფში ან ჭურჭლის სახურავი)  გამოყენებით. შემდეგ კი უსაფრთხოების წესების დაცვით აჩვენონ, როგორ მუშაობს მოდელი. 

No comments:

Post a Comment